ჯენსენ როზ ეკლსი (ინგლ. Jensen Ackles; დ. 1 მარტი 1978) — ამერიკელი ტელევიზიისა და კინოს მსახიობი. პოპულარული გახდა ცნობილი სატელევიზიო სერიალით ჩვენი ცხოვრების დღეები (Days of our Lives). მისი მონაწილეობით აღსანიშნავი სერიალებია: შავი ანგელოზი, სმოლვილი და CW-ს სახელგანთქმული ზებუნებრივი, სადაც იგი დინ ვინჩესტერს განასახიერებს და ჯარედ პადალეკისთან ერთად თამაშობს.
დაიბადა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში. მამა, ალან როჯერ ეკლსი, მსახიობია. დედა, დონა ჯოან (ნი შაფერი) კი დიასახლისი. ჰყავს 3 წლის ძმა, ჯოშუა და შვიდი წლის და, მაკენზი. მსახიობი ინგლისელების, ირლანდიელებისა და შოტლანდიელების შთამომავალია. თავდაპირველად ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯენსენს სპორტული მედიცინის შესწავლა სურდა, რათა ფიზიოთერაპერტი გამხდარიყო, თუმცა ლოს ანჯელესში გადასვლის შემდგომ სამსახიობო კარიერა წამოიწყო .
ცნობილია : Acting
დაბადების დღე : 1978-03-01
დაბადების ადგილი : Dallas, Texas, USA
ასევე ცნობილია : jay, Jensen Ross Ackles, جنسن اکلس